ფსიქოკონსულტაცია

მე მჯერა, რომ სწორ გარემო პირობებში ყველას შეუძლია გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. აქედან გამომდინარე,  გთავაზობთ უსაფრთხო გარემოს სადაც მიიღებთ ჯანსაღ მხარდაჭერას პრობლემებთან გასამკლავებლად!

სერვისის ღირებულება

ერთი შეხვედრის ფასი: 100 ლარი

* შეღავათიანი ტარიფი: 80 ლარი

* შეღავათებს ვთავაზობ სტუდენტებს და მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

სესიის დაჯავშნა

  1. გთხოვთ, შეხვედრის დაჯავშნამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ ინფორმაციას.
  2. ამის შემდეგ, თქვენთვის მოსახერხებელი დროის შესარჩევად დააჭირეთ დაჯავშნე შეხვედრა-ს. თუ შემოთავაზებული დროებიდან არცერთი არ არის თქვენთვის მისაღები, გთხოვთ, დამიკავშირდეთ და შეძლებისდაგვარად შევეცდები შემოგთავაზოთ ალტერნატიული დრო.

თუ პირველ შეხვედრამდე გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული ფორმა. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია დავგეგმოთ მოკლე სატელეფონო ზარი, რომლის დროსაც სიამოვნებით გიპასუხებთ შეკითხვებზე.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე დეტალი, რომელიც უპასუხებს თქვენს კითხვებს საკონსულტაციო სერვისთან დაკავშირებით: 

  • მე ძირითადად ვიყენებ პერსონაზე ორიენტირებულ (როჯერიანულ) მიდგომას კონსულტირებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, წაიკითხოთ ფსიქოკონსულტაციისა და ფსიქოთერაპიის ბრიტანული ასოციაციის მიერ მოწოდებული მოკლე აღწერა ამ მიდგომის შესახებ შემდეგ ბმულზე. 
  • თუ რამე დარჩება გაურკვეველი მეთოდთან დაკავშირებით, ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ კითხვებით ელექტრონული ფოსტით ან გაცნობითი სესიის დროს.

პირველი შეხვედრა:

  • მე დავიწყებ ჩვენს პირველ სესიას საკუთარი თავის წარდგენით და ვუპასუხებ ნებისმიერ კითხვას რომელიც შეიძლება გქონდეთ სერვისთან დაკავშირებით.
  • შემდეგ მოგისმენთ თქვენ: ეს ის დროა, როდესაც შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი ცხოვრებისა და პიროვნების მნიშვნელოვანი დეტალები. ასევე აუცილებელია ჩემამდე მოიტანოთ ის მიზეზი, რამაც გადაგაწყვეტინათ ფსიქოლოგთან კონსულტაცია. 
  • მნიშვნელოვანია იყოთ ღია და გულწრფელი სესიების დროს და საუბრისას გამოიყენოთ თქვენი ჩვეული საკომუნიკაციო ენა.

პროცესის დროს:

  • ნორმალურია ნეგატიური ემოციების განცდა, როდესაც განიხილავთ არასასიამოვნო პირად საკითხებს სესიებზე. ნუ შეგეშინდებათ ამის! ეს არის წინსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი.
  • იმისათვის, რომ უკეთ გაგიგოთ, შეიძლება დავსვა რამდენიმე კითხვა. გთხოვთ იცოდეთ, რომ თქვენი უფლებაა უარი თქვათ პასუხის გაცემაზე ყველა მიზეზ აუხსნელად.
  • ჩვეულებრივ, ჩემს კლიენტებს კვირაში ერთხელ 50 წუთის განმავლობაში ვხვდები. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეიცვალოს და მოვარგოთ თქვენს კონკრეტული საჭიროებებს.
  • თქვენ ასევე თავისუფლად შეგიძლიათ შეწყვიტოთ პროცესი ნებისმიერ მომენტში თქვენი გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე.
  • კონსულტაცია თანამშრომლობითი პროცესია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენს ჩართულობაზე.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია შეხვედრების ჩაწერა, თუ ამაზე წინასწარ არ არის შეთანხმებული ორივე მხარე.

კონფიდენციალურობა:

თქვენი ვინაობა და ყველა პირადი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მაწვდით, კონფიდენციალურია. ეს შეთანხმება ძალაშია გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა:

  • მე შემიძლია განვიხილო ჩვენი სესიების შინაარსი ჩემს ხელმძღვანელთან სუპერვიზიაზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც დაცული იქნება თქვენი ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი დეტალები. 
  • ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მექნება ეჭვი, რომ თქვენ წარმოადგენთ ფიზიკურ საფრთხეს საკუთარი თავისა ან სხვებისთვის, შეიძლება იძულებული გავხდე დავარღვიო კონფიდენციალურობის ხელშეკრულება. 
  • თუ მე მექნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ჩემი მოვალეობაა მივაწოდო ყველა საჭირო ინფორმაცია ხელისუფლებას.

გადამისამართება:

ჩემი მთავარი მიზანია დაგეხმაროთ. თუ თქვენ გჭირდებათ სხვა სახის მომსახურება, მე გადაგამისამართებთ სხვა პროფესიონალთან. ეს არ არის ჩემი მხრიდან თქვენი უარყოფა, ეს არის ჩემი მცდელობა გაპოვნინოთ სერვისი, რომელიც ყველაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ.

გაუქმება და სესიის გადადება:

  • თქვენ შეგიძლიათ უსასყიდლოდ გააუქმოთ ან გადადოთ შეხვედრა სხვა დროისთვის, მაგრამ ამის თაობაზე უნდა შემატყობინოთ სესიამდე არანაკლებ 24 საათით ადრე. 
  • შეხვედრის გაუფთხილებლად გაცდენის შემთხვევაში, მოგიწევთ საფასურის გადახდა. 
  • თითოეული სესია გრძელდება 50 წუთი და თუ დაგაგვიანდებათ, სამწუხაროდ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ სეანსი გახანგრძლივდება.

თერაპია გრძელვადიანი პროცესია!

  • ჩემი მუშაობის სტილი გრძელვადიან თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ცვლილება, იქნება ეს აზროვნებაში, ემოციებში თუ ქცევაში დროის და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად მიიღწევა. ჩვენი შეხვედრები დაგეხმარებათ ამ გზაზე მშვიდად და მტკიცედ მოძრაობაში.

ონლაინ მუშაობა:

  • შეხვედრის დროს მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ კომფორტულ და წყნარ გარემოში ყოფნა და მოამზადოთ შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ ვიდეო ზარისთვის.
  • ზარი შეიძლება განხორციელდეს MS Teams-ზე ან Google Meet-ზე, თქვენი სულვილიდან გამომდინარე.
  • კარგი იქნება, თუ შეხვედრისას ხელმისაწვდომი გექნებათ ჭიქით წყალი და ხელსახოცი. 

ელ-ფოსტა:

counsellingwithketi@gmail.com

ტელეფონის ნომერი: +995 591 67 00 06 WhatsApp: +36 20 317 9544